Accentnews.ge
კობახიძე: ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უმეტესობამ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი

კობახიძე: ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უმეტესობამ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი

31/10/2020 19:17:43 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ცნობით, ავღანეთში ქართველი სამხედროების უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა.

კერძოდ, კობახიძე ამბობს, რომ მაზარი-შარიფის უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ 111 ხმა (84,7%) აიღო, ხოლო ბაგრამი-ქაბულის ბაზაზე – 697 (93%).

„ეს არის ქართული ჯარის, ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ემოციურია. მადლობას ვუხდით ქართველ ჯარისკაცებს გამოცხადებული ნდობისთვის და ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და ქართული ჯარის გაძლიერებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S