Accentnews.ge
„დიდი ალბათობით, საბურთალოზე მეორე ტურში მე და დავით სერგეენკო ვიქნებით“

„დიდი ალბათობით, საბურთალოზე მეორე ტურში მე და დავით სერგეენკო ვიქნებით“

31/10/2020 19:29:37 პოლიტიკა

პარტია "მოქალაქეების" ერთ–ერთი ლიდერის, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მაღალი ალბათობით, საბურთალოს მაჟოროტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდება აუცილებელი და მასში მონაწილეობას თავად და „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სერგეენკო მიიღებენ.

ელისაშვილის თქმით, ამჟამად ხმათა დათვლის პროცესი მიმდინარეობს და იგი მოელის, რომ პარტიის შედეგები, ეგზიტპოლების მონაცემებთან შედარებით, გაუმჯობესდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ "მოქალაქეები" პარლამენტში იქნება წარმოდგენილი“,– აღნიშნა ელისაშვილმა და დასძინა, რომ წინასაარჩევნო გარემო „ჯოჯოხეთური“ იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S