Accentnews.ge
ბოკერია: "ჩემს ოლქში მეორე ტურში ერთმანეთის კონკურენტები „ოცნების“ და ენმ–ის კანდიდატები იქნებიან"

ბოკერია: "ჩემს ოლქში მეორე ტურში ერთმანეთის კონკურენტები „ოცნების“ და ენმ–ის კანდიდატები იქნებიან"

31/10/2020 20:42:10 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთში, ხობსა და სენაკში გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მის ოლქში დიდი ალბათობით, მეორე ტური ჩატარდება და მასში ერთმანეთის კონკურენტები სახელისუფლებო კანდიდატი ირაკლი ხახუბია და ენმ–ის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნებიან.

"მანდატების განაწილების საბოლოო შედეგი მეორე ტურში გადაწყდება, ეს ფაქტია! აქ, ფოთის, ხობის და სენაკის ოლქში დიდი ალბათობით, იქნება მეორე ტური და ასევე დიდი ალბათობით, მეორე ტურში „ოცნების“ ხახუბიასთან ერთად იქნება ჩემი კონკურენტი - ბატონი ზოდელავა. „ევროპული საქართველო“ ჩვენს ამომრჩევლებს ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ მეორე ტურში ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ და ჩვენი კონკურენტების, ამ შემთხვევაში კი ზოდელავას სასარგებლოდ მისცენ ხმა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S