Accentnews.ge
„სამწუხაოროდ, ისინი მზად არიან, საზოგადოება აღაშფოთონ და ქუჩაში გამოიყვანონ“

„სამწუხაოროდ, ისინი მზად არიან, საზოგადოება აღაშფოთონ და ქუჩაში გამოიყვანონ“

31/10/2020 22:50:41 პოლიტიკა

„რესპუბლიკელ“ თამარ კორძაიას განცხადებით, საარჩევნო უბნებზე არჩევნების შედეგების „ტოტალური გაყალბება“ მიმდინარეობს. ამ კონტექსტში მან პარალელი საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებთან გაავლო.

„არავითარი განსხვავება არაა დღევანდელ საარჩევნო შედეგებსა და შევარდნაძის მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს შორის: არ მახსოვს, შევარდნაძის პერიოდის არჩევნების შედეგების შემდეგ ბალანსი არ ყოფილიყოს და შემაჯამებელ ოქმებში ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი ხელმოწერები ამოსულიყო. ვხედავთ, რომ გაყალბების ტოტალური პრობლემაა, რადგან თითქმის ყველგან (რის გადამოწმებასაც ვასწრებთ) სერიოზული პრობლემაა: ყუთებიდან ამომრჩეველის რაოდენობაზე მეტი ბიულეტენები ამოვიდა. არჩევნების ამაზე უარესი ადმინისტრირება არ მახსოვს 2003 წლის შემდეგ“,– განაცხადა კორძალიამ.

მისი თქმით, „დღის ბოლოს შემაჯამებელი ოქმები რომ ასეთ სახეს მიიღებდა, დილიდან იყო ნათელი“:

„არ დარჩენილა მეთოდი, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის თვალსაზრისით არ გამოიყენა – დაწყებული ძალადობიდან, დამთავრებული ბიულეტენების გაფუჭებით. წარმოგიდგენიათ, ერთ უბანზე 65 ბიულეტენი მხოლოდ იმიტომ გაბათილდეს, რომ რეგისტრატორს ხელმოწერა არ აქვს? რა თქმა უნდა, ყველა ეს ბიულეტენი გაერთიანებულ ოპოზიციას ეკუთვნის“,– განაცხადა კორძაიამ და დასძინა, რომ მის იერ ხსენებული ყველა ქმედება ხელისუფლების მიერაა დაგეგმილი და შესრულებული, თუმცა „მათ არ ესმით, რომ ამას არავინ შეარჩენთ“.

„სამწუხაოროდ, ისინი მზად არიან, საზოგადოება აღაშფოთონ და ქუჩაში გამოიყვანონ. მათ ძალაუფლების მიტაცებას არავინ აპატიებთ. ეს ქვეყანა ჩემი და თქვენი შვილებისაა და მათ მომავალს ვერ ვაჩუქებ დედამიწის ზურგზე“.

კითხვას, გამორიცხავს თუ არა ქუჩის აქციებს, თამარ კორძალია პასუხობს:

„ისეთი კატასტროფული შემაჯამებელი ოქმებია, ობიექტური მონაცემები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაიდება. უნდა ვწეროთ საჩივრები. დარწმუნებული ვარ, უზენაეს სასამართლოში მოივიგებთ, მაგრამ თუ არ დადგა შედეგი, საზოგადოება გადაწყვეტს, რაა გასაკეთებელი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S