Accentnews.ge
ინციდენტი ცსკ–ში: „რას აცხადებ, თამარ, არ გრცხვენიათ?!“

ინციდენტი ცსკ–ში: „რას აცხადებ, თამარ, არ გრცხვენიათ?!“

31/10/2020 23:36:00 პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისას ცსკ–ს შენობაში ინციდენტი მოხდა. კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საგანგებო ბრიფინგზე საარჩევნო უბნების 28%–ის მონაცემებს ასაჯაროებდა, რა დროსაც კომისიის წევრმა ენმ–დან დავით კირთაძემ პროტესტი გამოხატა.

„რას აცხადებ, თამარ, არ გრცხვენიათ?! თქვენ ახლა მხოლოდ ტყუილზე საუბრობთ და არ მოგცემთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას“,– მიმართა თამარ ჟვანიას კომისიის წევრმა.

მისივე თქმით, "ჟვანია „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერილ შედეგებს აქვეყნებს, რეალურად კი მხოლოდ იმ უბნებზე დაივალეს ხმები, სადაც „ქართული ოცნება ლიდერობს, მალავენ საარჩევნო ოქმებს და ეს არ ასახავს ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ პოლიტიკურ პოზიციას".

კირთაძე შენობიდან დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდანაც“ დავით გუმბერიძემ.

თავად თამარ ჟვანიამ საარჩევნო პროცესის შეფასებისას განაცხადა, რომ რიგი გამონაკლისების გარდა, პროცესმა მშვიდად ჩაიარა.

რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს, თუმცა ჟვანიამ განმარტა, რომ დიდი ქალაქების მონაცემები ჯერ კიდევ უცნობია.

ოპოზიციის ლიდერებმა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მობილიზება გამოაცხადეს. სამოქმედო გეგმა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S