კობახიძე: „მინიმუმ, 12 ოლქში შედგება მეორე ტური“
31/10/2020 23:42:28 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურების შესაძლებლობას უშვებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მმართველი გუნდი ყველა ქალაქში ლიდერობს.
როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნულ განცხადებას ის საარჩევნო უბნებიდან მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს.
„მინიმუმ, 12 ოლქში შედგება მეორე ტური“,– აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნების 28,2%–ის შედეგები აქვს გამოქვეყნებული. ოპოზიციამ მობილიზება გამოაცხადა, ცსკ–ს შენობასთან კი პოლიციაა მობილიზებული.


