Accentnews.ge
„მიზანი ხელისუფლების შეცვლაა, თუ ძალიან უნდათ, არჩევნების გარეშე“

„მიზანი ხელისუფლების შეცვლაა, თუ ძალიან უნდათ, არჩევნების გარეშე“

01/11/2020 00:22:35 პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ სპექტრს სთავაზობს, არ აღიარონ არჩევნების შედეგები, პარალალურად კი დაიწყოს უწყვეტი სახალხო გამოსვლები.

როგორც მან გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში შესვლისას განაცხადა, „ფაქტობრივად, სახეზეა სახელმწიფო გადატრიალება“.

„დღეს უკვე ქართველი ხალხის ნებაა, რას ვიზამთ: ვიქნებით ღირსეული ერი, როგორც ეს გვჩვევია, თუ გავჩუმდებით და „დავჩმორდებით“. არჩევნები არც ერთი პარტიის მიერ არ უნდა იქნას აღიარებული ლეგიტიმურად; დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ამისათვის უწყვეტი სახალხო გამოსვლები დაიწყოს. მიზანი ხელისუფლების შეცვლაა, თუ ძალიან უნდათ - არჩევნების გარეშე“ - აღნიშნა ნათელაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ შენობასთან მისასვლელი გზა ბლოკირებული აქვთ და ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც ცსკ–სთან მოიყარა თავი, შენობასთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. ადგილზე ხმაურია.

ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში იკრიბება და კონსულტაციების შემდეგ განასაჯაროებს სამოქმედო გეგმავს. ამ ეტაპზე ცნობლია, რომ ისინი საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს არ სცნობენ და „ტოტალურ გაყალბებაზე“ საუბრობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S