ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი, სადაც ოპოზიციური კანდიდატი ლიდერობს, გლდანია
01/11/2020 06:09:17 პოლიტიკა
30–დან ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი, რომელშიც, ამ დროისთვის დათვლილი საარჩევნო უბნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციური კანდიდატი ლიდერობს, გლდანის მაჟორიტარული ოლქია. კერძოდ, დათვლილია საარჩევნო უბნების თითქმის 70% და როგორც ირკვევა, ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატ ნიკა მელიას გლდანის ოლქის ამომრჩევლის 43,8%–მა გამოუცხადა მხარდაჭერა, ხოლო სახელისუფლებო კანდიდატ ლევან კობიაშვილს – 43,1%–მა.
ამასთან, ამ დროისთვის დათვლილი ხმების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, თბილისისა [რვავე ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი] და რეგიონების მასშტაბით მეორე ტურის გამართვა 14 ოლქშია მოსალოდნელი.
ცნობისთვის: ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ, მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ და აქციას აანონსებენ.
იხილეთ ასევე: დათვლილია უბნების 70%–მდე: „ოცნება“ – 48,63%, ენმ – 26,09%


