Accentnews.ge
„ოპოზიციური პარტია, რომელიც გაიფიქრებს, მოლაპარაკებებში შევიდეს კობახიძესთან, „კეთროვანი“ უნდა გახდეს“

„ოპოზიციური პარტია, რომელიც გაიფიქრებს, მოლაპარაკებებში შევიდეს კობახიძესთან, „კეთროვანი“ უნდა გახდეს“

01/11/2020 08:41:11 პოლიტიკა

ენმ–ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასებით, ყველა ოპოზიციური ფიგურა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებში შევა, პოლიტიკიდან უნდა მოიკვეთოს.

„2012 წელს მიხეილ სააკაშვილს რომ ეთქვა, „მოვიგე არჩევნებიო“, წარმოიდგინეთ, რა საფრთხის წინაშე დადგებოდა ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ამას „გააპრავებდა“.

ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც გაიფიქრებს, ირაკლი კობახიძესთან შევიდეს მოლაპარაკებებში (არ ვფიქრობ, რომ ასეთები არსებობან და არ ვგულისხმობ „პატრიოტთა ალიანსს“), „კეთროვანი“ უნდა გახდეს და პოლიტიკიდან მოიკვეთოს – ეს გადაწვეტილება უნდა მიიღოს ამომრჩეველმა და არა მე: ყველა ასეთ პოლიტიკოსს ამომრჩეველმა უნდა უთხრას – „არა!“,– განაცხადა ენმ–ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მან ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის: 1 ნოემბერს, 16:00 საათზე ოპოზიციური ლიდერები რუსთაველზე აქციას აანონსებენ. სავარაუდოდ, აქციაზე ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას დააყენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S