აქსელ ფიშერი:"მჯერა, რომ გამოთქმული ბრალდებები არჩევნების მანიპულაციასთან დაკავშირებით არ დადასტურდება"
01/11/2020 10:30:19 პოლიტიკა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი აქსელ ფიშერი ქართველ ერს "თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს".
"საქართველომ არჩევანი გააკეთა! ჩემი გულითადი მილოცვა ქართველს ერს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. წინასწარი მონაცემებით თითქმის 9 პარტია შევა პარლამენტში, რაც ახალი საარჩევნო რეფორმის წარმატებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ამასთანავე, ოფიციალური მონაცემების მიხედვით ამომრჩეველმა მესამეჯერ დაადასტურა "ქართული ოცნების" სამათავრობო მანდატი, რაც აქამდე არსებული წარმატების აღიარების პარელელურად წარმოადგენს განსაკუთრებულ პასუხისმგებელობას რეფორმების ტემპის შენარჩუნების საკითხში. მოხარული ვარ, რომ მექნება შესაძლებელობა ჩემს ქართველ ძველ და ახალ კოლეგებთან თანამშრომლობის. მჯერა, რომ გამოთქმული ბრალდებები არჩევნების მანიპულაციასთან დაკავშირებით არ დადასტურდება" - აცხადებს ფიშერი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველ გუნდს მხარდაჭერა ამომრჩევლის 48,27%–მა გამოუცხადა, დაახლოებით, 19 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურებია მოსალოდნელი, ხოლო საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა.
ოპოზიცია შედეგებს არ სცნობს, მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს და სამოქმედო გეგმას ამზადებს. არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას დააყენებს.


