Accentnews.ge
წინასწარი ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო "ენმ-ძალა ერთობაშიას" და "ოცნების" დეპუტატებით დაკომპლექტდება

წინასწარი ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო "ენმ-ძალა ერთობაშიას" და "ოცნების" დეპუტატებით დაკომპლექტდება

01/11/2020 10:28:00 პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩვნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ "ენმ-ძალა ერთობაშია" და "ქართული ოცნება" გადალახა. შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საბჭო ამ ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი დეპუტატებით დაკომპლექტდება.

"პირველადი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" ლიდერობს, რომელმაც ხმების 47% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზეა ენმ ხმების 34.3%–ით. წინასწარი მონაცემებით 5% ბარიერი ვერ გადალახა ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა. აქტივობა 2020 წლის არჩევნებისთვის 59.12% იყო" - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩენო კომისიის თავჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან 18 პარტიული სიით შევა, 3 კი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, თუმცა ოპოზიცია მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S