Accentnews.ge
ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგები: „ოცნება“ – 45.8%, ენმ - 26.4%

ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგები: „ოცნება“ – 45.8%, ენმ - 26.4%

01/11/2020 10:42:40 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. კერძოდ, ISFED-ის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 45.8% (ცდომილების ხარისხი 0.7%; მინიმალური შედეგი 45.1%, მაქსიმალური - 46.5%).
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 26.4% (ცდომილების ხარისხი 0.65%; მინიმალური შედეგი - 25,8%, მაქსიმალური - 27%).
  • "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო" - 3.7% (ცდომილების ხარისხი 0.2%; მინიმალური შედეგი 3.5%, მაქსიმალური - 3.9%).
  • "დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი" - 3.1% (ცდომილების ხარისხი 0.1%; მინიმალური შედეგი - 3%, მაქსიმალური - 3.2%).
  • "ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 3.1% (ცდომილება 0.2%; მინიმალური შედეგი - 2.9%, მაქსიმალური - 3.3%).
  • "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3% (ცდომილების ხარისხი 0.1%; მინიმალური შედეგი - 2.9%, მაქსიმალური - 3.1%).
  • "გირჩი" - 2.8% (ცდომილების ხარისხი 0.2%; მინიმალური შედეგი - 2.6%, მაქსიმალური - 3%).
  • "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 1.3%, (ცდომილების ხარისხი 0.1%; მინიმალური შედეგი 1.2%, მაქსიმალური - 1.4%)
  • "შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია" - 1% (ცდომილების 0.1%; მინიმალური შედეგი - 0.9%, მაქსიმალური - 1.1%).

"ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო" - 0.9% (ცდომილება 0.1%; მინიმალური შედეგი - 0.8%, მაქსიმალური - 1%.ISFED-ი განმარტავს, რომ ნათელაშვილისა და ბურჯანაძის პარტიების შემთხვევაში, არ შეუძლიათ დანამდვილებით განაცხადონ, გადალახეს თუ არა ამ ორმა პარტიამ 1%-იანი ბარიერი.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებს, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 91.81% - 3 532 უბანი. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 48,13%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 26,84%; "ევროპული საქართველო" - 3,79%; "პატრიოტთა ალიანსი" - 3,19%; "ლელო" - 3,21%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,15%; "გირჩი" - 2,99%; "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 1,36%; "ლეიბორისტული პარტია" - 1%.

ოპოზიცია ცსკ–ს წინასწარი შედეგებს არ ცნობს და აქციებისთვის ემზადება. მოთხოვნა განმეორებითი არჩევნები იქნება.

ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევები იხილეთ აქ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S