საერთაშორისო დამკვირვებელი: „აღმოჩენილი საკითხები არათანაბარ გარემოს ქმნიდა და ზეგავლენას ახდენდა არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობაზე“
01/11/2020 11:26:00 პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ოსმან ასკინ ბაკის შეფასებით, რომელიც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, 31 ოქტომბერს „ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა ეს არ იყო უნაკლო“.ამ კონტესტში დამკვირვებელმა საარჩევნო უბნებთან მობილიზებულ აქტივისტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მისი შეფასებით, „დამაშინებელ გარემოს“ ქმნიდნენ.
„ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია. ამაში შედის, როგორც მედიის პოლარიზრბა, კამპანიების დაფინანსება, ამომრჩევლებზე ზეწოლა და გამმიჯნავი ხაზის არარსებობა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. საკითხები, რომლებიც აღმოვაჩინეთ, ქმნიდა არათანაბარ გარემოს და ზეგავლენას ახდენდა საზოგადოების ნდობაზე საარჩევნო პროცესის მიმართ. საბოლო ჯამში, საქართველოს ამომრჩევლებმა თავიანთი ნება აჩვენეს“,– განაცხადა დამკვირვებელმა.
მან მწუხარება გამოთქვა, რომ არჩევნები ვერ ჩატარდა საქართველოს რეგიონებში – ცხინვალსა და აფხაზეთში „რუსეთის ოკანონო ოკუპაციის გამო“.
დამკვირვებელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მომავალი პარლამენტის ჩათვლით,საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში მოცემული საკითხები გაივალისწინოს და ინკლუზიურობის სულისკვეთებით განიხილოს.
მან მიმართა სხვა პოლიტიკურ მხარეებსაც:
„მოვუწოდებ პოლიტიკურ მხარეებს, პასუხისმგებლობით და კონსტრუქციულად იმოქმედონ შემდეგი კვირეების განმავლობაში და კონსტრუქციულად ჩაერთონ დამატებითი რეფორმების განხორციელებისთვის. ამგვარი ძალისხმევა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“.
ცნობისთვის: ოპოზიცია ცსკ–ს წინასწარი შედეგებს არ ცნობს, მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს და აქციებისთვის ემზადება. მოთხოვნა განმეორებითი არჩევნები იქნება.


