“მოვუწოდებთ ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება, მალე დაიწყოს მოქმედება კამპანიების ზედამხედველობის დასახვეწად”
01/11/2020 11:51:02 პოლიტიკა
ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოხი, რომელიც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებოდა, აცხადებს, რომ "ეს არჩევნები მთლიანობაში თავისუფალი იყო".
“ამ არჩევნების გამართვით საქართველო აჩვენებს ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პირობებშც კი - იმ პანდემიის, რომელიც ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებასა და მოქალაქეებზე. რა თქმა უნდა, ამ კრიზისის პირობებში არ შეიძლება, გქონდეს ნაკლები დემოკრატია - პირიქით, გვჭირდება მეტი დემოკრატია. ეს არჩევნები მთლიანობაში თავისუფალი იყო, მაგრამ ჩვენ - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სინანულს გამოვხატავთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბოლომდე ნათლად მაინც არ არის წარმოდგენილი [საარჩევნო – რედ.] კამპანიის დაფინანსების წესები. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანობაში არჩევნების სამართლიანობაზე და ცუდი მესიჯია მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება, მალე შეიკრიბოს და დაიწყოს მოქმედება კამპანიების ზედამხედველობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რაც საჭირო იქნება, გაკეთდება, თუკი ამის პოლიტიკური ნება იარსებებს. საქართველო უკვე დიდი ხანია, ევროსაბჭოს წევრია და ნებაყოფლობით აქვს აღებული ვალდებულება, დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ" - განაცხადა დამკვირვებელმა.
ცნობისთვის: ოპოზიცია ცსკ–ს წინასწარი შედეგებს არ ცნობს, მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს და აქციებისთვის ემზადება. მოთხოვნა განმეორებითი არჩევნები იქნება.


