უგულავას ინფორმაციით, პარტიების ნაწილი დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობს
01/11/2020 12:01:56 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, რიგმა პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, ნაწილმა კი კონსულტაციებისთვის მცირე დრო ითხოვა.
„პარტიებმა მასიმუმ, ერთი დღე აიღეს შიდა კონსულტაციებისთვის. უმრავლესობა იხრება იქეთკენ, რომ ივანიშვილი მარტო დარჩეს საკუთარ თვათან და ვნახოთ, ეს ტაკი–მასხარაობა სადამდე გაგრძელდება. საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება დღის განმავლობაში ან ხვალ. პირადად მე ამ პარლამენტში არ შევალ“,– განაცხადა უგულავამ.
მისივე ცნობით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება:
„ეს იყო ყველაფერი არჩევნების გარდა! ასეთ არჩევნებს შევარდნაძესც არა – აბაშიძე ატარებდა. საზოგადოებრივი პროტესტი მაღალია. სამოქმედო გეგმა საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება. კვირას გაიმართება დიდი საპრიტესტო აქცია“.
რაც შეეხება საერთაშორისო დაკვირვებლების მოწოდებებს, რომ პოლიტიკური მხარეები პარლამენტში შეუდგნენ პოლიტიკურ საქმიანობას, უგულავას თქმით, „ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი თავად იღებს გადაწყვეტილებას კანონის და ჯანსაღი აზრის ფარგლებში:
„ვაგრძელებთ ბრძოლას. ეს თუ გადაატარა ივანიშვილმა, 2030 წლამდე კი არა შეგვრჩება – ბრეჟნევი მონაგონი იქნება. არ ვცნობთ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას!“.
დამაზუსტებელ კითხვას, ენდობა თუ არა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, პოლიტიკოსმა უპასუხა:
„არსებობს, მათ შორის ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებიც, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას ამცდარია, შესაბამისად, არ გამოხატავს ნებას, შესაბამისად, არ არის ლეგიტიმური და არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას“.
ცნობისთვის: ამ დროისათვის „ქართული ოცნება“ პროპორციული წესით 48,05%-ით ლიდერობს. საარჩევნო ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, თუმცა ოპოზიცია წინასწარ შედეგებს არ სცნობს, მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს და დღეს, 1 ნოემბერს, 16:00 საათზე აქციას აანონსებს.


