Accentnews.ge
დემონსტრანტები ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრისკენ დაიძრნენ

დემონსტრანტები ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრისკენ დაიძრნენ

01/11/2020 14:29:54 პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები ბიძინა იავნიშვილის ბიზნეს–ცენტრისკენ დაიძრნენ. დემონსტრანტების პოზიციაა, რომ არ ცნობენ საპარლამენტო არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს და მოითხოვენ, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

როგორც პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელიც ასევე იმყოფება აქციაზე, ოპოზიცია მზადაა, სრული ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს და უარი თქვას მანდატებზე.

საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 99% აქვს დათვლილი. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ 48.1%–ით ლიდერობს. ჯამში საარჩევნო ბარიერის გადალახვა ცხრა პარტიამ შეძლო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S