დემონსტრანტებმა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან პოლიციის კორდონი გაარღვიეს
01/11/2020 14:58:06 პოლიტიკა
დემონსტრანდები „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან მივიდნენ. ისმის საყვირების ხმა და შეძახილები „გამოდი!“, „წადი!“. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერები, მობილიზებულია პოლიციაც, თუმცა დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ბიზნეც–ცენტრს მიუახლოვდნენ.ადგილზე ხმაური და შეხლა–შემოხლაა. აქციის ერთ–ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
დემონსტრანტების პოზიციაა, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის პირობებში. აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაელზე, პარლამენტის შენობასთან რჩება.
საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 99% აქვს დათვლილი. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ 48.1%–ით ლიდერობს. ჯამში საარჩევნო ბარიერის გადალახვა ცხრა პარტიამ შეძლო.


