აქციები სავარაუდოდ, ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება
01/11/2020 15:15:22 პოლიტიკა
ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად აქციას რუსთაველზე 2 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე გამართავს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, აქციები ჩატარდება მანამ, სანამ ქვეყანაში „თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება“. მათ შორის აქცია გაიმართება 8 ნოემბერს, 15:00 საათზე.
ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობით.
„უნდა გვესმოდეს, რომ თუ არჩევნები არ ჩატარდა, არჩევნებით ხელისუფლება ვერ შეიცვლება და ეს არეულობას დაუდებს საფუძველს. არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი ნებისმიერი რთული ვითარებდან“,– განმარტა უგულავამ.
ცნობისთვის: ოპოზიციური ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად 16:00 საათზე რუსთაველზე არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველზე დარჩა, ნაწილმა პროტესტის დასაფიქსირებლად კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან გადაინაცვლა. როგორც რუსთაველზე, ისე სოლოლაკში პოლიციაა მობილიზებული. ადგილი ჰქონდა სეხლა–შემოხლას.


