Accentnews.ge
აქციებს გაყალბებაზე „მარშიც“ საუბრობს

აქციებს გაყალბებაზე „მარშიც“ საუბრობს

01/11/2020 15:38:05 პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერების რუსთაველის გამზირზე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენრთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გადანაწილდნენ და აქციას მართავენ. აქციას მართავს რადიკალური ჯგუფი „მარშიც“. ისინი „ქართული ოცნების“ სათაო ოფისთან შეიკრიბნენ.

როგორც „მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა, პარტიას ხმები მოჰპარა და ბრეგაძე პერმანენტულ რადიკალურ აქციებს აანონსებს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არჩევნების შედეგებს არ სცნობს „პატრიოტთა ალიანსიც“, თუმცა მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ უცნობია.

საარჩევნო კომისიას ამ დროისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 99% აქვს დათვლილი. წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ 48.1%–ით ლიდერობს. ჯამში საარჩევნო ბარიერის გადალახვა ცხრა პარტიამ შეძლო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S