ალიევმა გახარიას არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება მიულოცა
01/11/2020 16:06:20 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
„საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.


