Accentnews.ge
რუსთაველზე ვითარება დაიძაბა

რუსთაველზე ვითარება დაიძაბა

01/11/2020 15:55:53 პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. პოლიციასთან შეხლა–შემოხლა დემონსტრანტების მცდელობას მოჰყვა, პარლამენტის შენობის წინ კარავი გაეშალათ.

როგორც ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, კარავი ღამისთევისთვის სჭირდებოდათ.

კარავში ერთ–ერთი აქტივისტი იმყოფებოდა, პოლიცია კი ცდილობდა, კარავი ტერიტორიიდან მასთან ერთად გაეტანათ.

„პირადად ვაპირებ დარჩენას რუსთაველზე. პატარა კარავი მქონდა, ესენი კი მოვიდნენ და გაიტაცეს. ეს დაუშვებელია: მე მაქვს პროტესტის ნებისმიერი ფორმის უფლება! თუ კარავს ვერ გავშლით, არაუშავს, კიბეზე დავრჩები!“,– განაცხადა დეკანოიძემ.

დაპირისპირებისას აქციის ერთ–ერთი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს, კარავი კი ამ დროისთვის ადგილზე რჩება.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ცნობისთვის“ ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი პარლამენტთან შეიკრიბნენ და როგორც დაანონსდა, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S