Accentnews.ge
დოლიძე – ცსკ-ს ჩასწორებულ მონაცემებზე: „ფასს გადაიხდით!"

დოლიძე – ცსკ-ს ჩასწორებულ მონაცემებზე: „ფასს გადაიხდით!"

01/11/2020 17:24:32 პოლიტიკა

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მონაცემების ჩასწორებას Facebook-ზე ეხმიაება.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე წუთის წინ შეაჯამა შედეგები და გამოაცხადა ჩემი გამარჯვება. რასაც გამოეხმაურნენ მედიასაშუალებები. ახლა შეიცვალა უცებ მონაცემები ჯაფარიძის სასარგებლოდ. ცენტრალურო საარჩევნო კომისია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა. თქვენ თამაშობთ ხალხის ბედით და ამის ფასს გადაიხდით", - წერს დოლიძე.

ცნობისთვის: თავდაპირველად, ცსკ–ს მონაცემების მიხედვით, ოლქის ყველა უბნის საერთო შედეგით ანა დოლიძე ზურაბ ჯაფარიძეს 9 ხმით უსწრებდა და მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად გადადიოდა.

ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ერთი შესწორების ოქმის მონაცემი შეყვანილი არ იყო.

მოგვიანებით ცსკ–მ მონაცემებში შესწორება შეიტანა და ზურაბ ჯაფარიძემ კვლავ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

განახლებული წინასწარი მონაცემები კი ასე გამოიყურება:

გია ვოლსკი - 42,69% (29 414 ხმა)

ზურა ჯაფარიძე - 21,09% (14 529 ხმა)

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S