Accentnews.ge
4 ევროპალამენტარი: "ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ"

4 ევროპალამენტარი: "ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ"

01/11/2020 19:23:54 საგარეო პოლიტიკა

ევროპალამენტარების ნაწილი საქართველოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

”გვინდა, მივულოცოთ საქართველოს - ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან მოკავშირეს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ორგანიზება, მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა. ევროპარლამენტმა პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ქვეყანაში სადამკვირვებლო მისია ვერ გაგზავნა. თუმცა საქართველოში იყვნენ OSCE/ODIHR–ის გრძელვადიანი დამკვირვებლები. არჩევნების დღეს მათ შეუერთდნენ ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გაგზავნილი მოკლევადიანი დამკვირვებლები. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, არჩევნების დღეს 70-ზე მეტმა გუნდმა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე განახორციელა დაკვირვების პროცესი. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, მიუხედავად ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევებისა და ბრალდებებისა, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა. რაც შეეხება მედიაგარემოსა და პოლიტიკურ ლანდშაფტს, ორივე კვლავ ძალზე პოლარიზებულია. იყო უხეში რიტორიკა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რაც პოზიტიური მოვლენაა. საჭიროა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხის განხილვა და ამ მიმართულებით ეუთო–ს რეკომენდაციების გათვალისწინება. ძალიან ვწუხვართ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება. პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის წინ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა განიხილონ. ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება შემდგომ მოვლენებს საარჩევნო პერიოდის დანარჩენ პერიოდში, მათ შორის - მეორე ტურის დღეს. ველით თანამშრომლობას ახლადარჩეულ პარლამენტთან", – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (EPP, გერმანია)

მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი)

სვენ მიკსერი (S&D, ესტონეთი),

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (The Greens / EFA, გერმანია)

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S