დიდი ბრიტანეთი საქართველოს მეორე ტურის სამართლიანად ჩატარებისკენ მოუწოდებს
02/11/2020 05:46:20 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი იზიარებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
როგორც საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების მინისტრი ვენდი მორტონი „ტვიტერზე“ წერს, დიდი ბრიტანეთი ეთანხმება ეუთო/ოდირს, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო ამომრჩევლებზე ზეწლის შესახებ ბრალდებების ფონზე.
დიდი ბრიტანეთის მოწოდებაა, კენჭისყრის მეორე ტური ჩატარდეს სამართლიანად, კანონის დაცვით და შეესაბამებოდეს საქართველოს საგარეო გლობალურ მისწრაფებებს.
31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში პროპორციული წესით არჩეული ყველაზე მეტი დეპუტატი "ქართულ ოცნებას" ეყოლება.
120 მანდატი ასე განაწილდა:
· „ქართული ოცნება“ - 61;
· „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - 35;
· „ევროპული საქართველო“ – 5;
· „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4;
· „ლელო“ – 4;
· „პატრიოტთა ალიანსი“ – 4;
· „გირჩი“ – 4;
· „მოქალაქეები“ – 2;
· „ლეიბორისტული პარტია“ - 1.
მაჟორიტარული სისტემით, "ქართულ ოცნების" კანდიდატებმა 30 ოლქიდან 14-ში პირველივე ტურში გაიმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას უკვე აქვს 75 მანდატი. 16 ოლქში მეორე ტური გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის ფორმირებისთვის "ქართულ ოცნებას" ერთ ოლქში გამარჯვებაც ჰყოფნის.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. რამდენი პარტია იტყვის მანდატებზე უარს, ამ ეტაპზე უცნობია.


