Accentnews.ge
"მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ გააგრძელოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა"

"მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ გააგრძელოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა"

02/11/2020 10:17:14 პოლიტიკა

"მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ გააგრძელოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა", – ასე ეხმიანება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრეს–სპიკერი ნაბილა მასრალი საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს.

"უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები უნდა იქნას დაცული მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, მათ შორის - საჩივრების განხილვისას. მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ გააგრძელოს დემოკრატიული პრინციპების/სტანდარტების დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა", – განაცხადა მასრალმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S