"დარღვევებს გამართლება არ აქვს, თუმცა სააკაშვილის განცხადება რეალობის შეგრძნების სრულ დაკარგვაზე მეტყველებს"
02/11/2020 12:24:37 პოლიტიკა
"დარღვევებს გამართლება არ აქვს, თუმცა სააკაშვილის განცხადება რეალობის შეგრძნების სრულ დაკარგვაზე მეტყველებს" – ამის შესახებ ბუნდესტაგის მრჩეველი სონია შიფერსი აცხადებს.
"დარღვევებს, რომელიც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, გამართლება არ აქვს, თუმცა სააკაშვილის განცხადება რეალობის შეგრძნების სრულ დაკარგვაზე მეტყველებს. საქართველო არც ბელარუსია და არც რუსეთი. ამგვარი დამოკიდებულება საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ვიდრე აძლიერებს",– წერს შიფერსი სოციალურ ქსელში და საქართველოს ექს–პრეზიდენტის იმ განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა.



