Accentnews.ge
მოსკოვი: “საქართველოსთან ურთიერთობებში პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვიქნებით ორიენტირებულები”

მოსკოვი: “საქართველოსთან ურთიერთობებში პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვიქნებით ორიენტირებულები”

02/11/2020 14:22:22 საგარეო პოლიტიკა

რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების განწყობა გააჩნია და მისი ახალი მთავრობისგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელის, – ამის შესახებ დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

«საქართველოსთან მმართებაში ჩვენი პოზიცია დიდი ხანია, ჩამოყალიბებულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ურთიერთობების გაუმჯობესებას, თუმცა, ბუნებრივია, ორიენტირებულები ვიქნებით არა განცხადებებზე, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებსაც სამომავლოდ რუსეთთან მიმართებაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოსაყალიბებელი ახალი მთავრობა გადმოდგამს», – აღნიშნა მან.

რაც შეეხება თავად არჩევნებსა და მათ შედეგებს, როგორც რუდენკომ აღნიშნა, ეს “საქართველოს შიდა საქმეა და შეფასებებიც ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს».

“საქართველოს წინ მთავრობის, შესაძლოა, კოალიციურის ფორმირების დიდი პოლიტიკური პროცესი აქვს. დავაკვირდებით, როგორ მოახდენენ ისინი დადებებული პირობების შესრულებას», – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S