ოპოზიციამ პარლამენტის წინ პროტესტი განაახლა
02/11/2020 16:16:12 პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პროტესტი განახლდა. ადგილზე რიგი ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
მათი თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.
2 ნოემბრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახულმა შვიდმა პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე, ცსკ–ის შედეგები კი არალეგიტიმურად გამოაცხადა.


