ქალაქ ვენის ცენტრში თავდასხმაა, არიან დაჭრილები
02/11/2020 21:38:46 პოლიტიკა
ვენის ცენტრში, სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა, არიან დაჭრილები. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პოლიციასა და თავდამსხმელს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება.
მოსახლეობას მოუწოდეს, მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან, ასევე საზოგადოებრივი ტრანპორტით მგზავრობისგან თავი შეიკავოს.
ადგილზე მყოფი სამართალდამცველები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.


