Accentnews.ge
"შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით, გამონაკლისების გარდა, საარჩევნო უბნებში საჩივრები არ დაფიქსირებულა"

"შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით, გამონაკლისების გარდა, საარჩევნო უბნებში საჩივრები არ დაფიქსირებულა"

03/11/2020 14:30:55 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, "შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით უბნებში საჩივრები, გამონაკლისების გარდა, არ დაფიქსირებულა". ამის შესახებ ჟვანიამ დიპლომატიური მისიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ყველა შემაჯამებელი, მათ შორის შესწორების ოქმები ცსკ-ს ვებ-გვერდზეა განთავსებული და მათი ნახვა ყველას შეუძლია".

„მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ყველა ოქმი, ისეთი, როგორიც გამოიგზავნა უბნიდან და ოლქიდან, პირდაპირ არის განთავსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე. ყველა ოქმი არის საჯარო და ხელმისაწვდომი, მათ შორის - შესწორების ოქმები, რომლებიც მიიღეს საუბნო საარჩევნო კომისიებმა. ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ორგანიზაციას, ნებისმიერ მხარეს შეუძლია, აიღოს ისინი და დათვალოს. ამავდროულად, კომენტარები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრები ჰყავს დანიშნული, ძირითადად არ მიიღეს მონაწილეობა წილისყრის პროცედურებში და შესაბამისად, მხოლოდ ათ წევრს ან ნაკლებს მოუწია წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა. ასევე, რა თქმა უნდა, საჩივრები შედის საოლქო საარჩევნო კომისიებში, თუმცა შედეგების გამოქვეყნებამდე, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით უბნებში საჩივრები არ ფიქსირდება, გამონაკლისების გარდა. პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე იმ თვალსაზრისით, რომ აკვირდებოდა 80 ათასზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ოთხი ათასი აკრედიტებული დამკვირვებელი და მედიის ექვსი ათასამდე წარმომადგენელი“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S