Accentnews.ge
მელია: "აღიარეს, რომ სამაჯური წელიწადნახევარი ტყუილად მეკეთა"

მელია: "აღიარეს, რომ სამაჯური წელიწადნახევარი ტყუილად მეკეთა"

03/11/2020 15:14:54 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, "პროკურატურამ აღიარა, რომ წელიწადნახევარის განმავლობაში მას ელექტრონული სამაჯური ტყუილად ეკეთა".

"აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული, პასპორტიც ტყუილად მქონდა ჩამორთმეული, პლუს სახლში რაღაცა დანადგარი მიყენია, რაც ჩემს შესვლა-გამოსვლას აკონტროლებს. ასევე მიტინგზე გამოსვლის უფლებაც არ მქონდა. როგორც ჩანს, თავიანთ უსუსურობაში დარწმუნდნენ და ეს ყველაფერი გააუქმეს – პასპორტსაც კი მიბრუნებენ. ანუ, ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა. ეს - ხუმრობით, ისე კი, ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია", - განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის: სასამართლო მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 17:00 საათიდან მსჯელობს. პროცესის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ სახელმწიფო ბრალდება გირაოსთან ერთად საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებასაც მოითხოვდა, თუმცა უშუალოდ სხდომაზე გაირკვა, რომ იგი მხოლოდ გირაოს თანხის გაზრდის შუამდგომლობით გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000–ლარიანი გირაო გასულ წელს შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ამ ხნის განმავლობაში ელექტრონული სამაჯური ეკეთა, რომელიც მელიამ 1 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა. 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S