Accentnews.ge
ზიბერტი: "საარჩევნო ხარვეზები ყველა პოლიტიკური აქტორის თანამშრომლობის შედეგად უნდა გამოსწორდეს"

ზიბერტი: "საარჩევნო ხარვეზები ყველა პოლიტიკური აქტორის თანამშრომლობის შედეგად უნდა გამოსწორდეს"

04/11/2020 08:17:06 პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიჰაელ ზიბერტი საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საარჩევნო პროცესის ხარვეზები ყველა პოლიტიკური აქტორის თანამშრომლობის შედეგად უნდა გამოსწორდეს".

"ახალი საარჩევნო სისტემა, რომლითაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, გზას უკვალავს უფრო მეტად პლურალისტურ პარლამენტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს შანსი გამოყენებულ იქნას. ველით მეორე ტურის საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას. საარჩევნო პროცესის ხარვეზები ყველა პოლიტიკური აქტორის თანამშრომლობის შედეგად უნდა გამოსწორდეს", – წერს ზიბერტი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S