Accentnews.ge
ამ დროისთვის თბილისში პროტესტის რამდენიმე ცენტრია

ამ დროისთვის თბილისში პროტესტის რამდენიმე ცენტრია

04/11/2020 10:39:47 პოლიტიკა

ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით სამი სატროტესტო აქტივობა მიმდინარეობს: ორგანიზაცია „შეცვალეს“ აქტივისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდნენ, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პროტესტი არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებთან, ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებთან მიმართებაში და ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს.

ერთგვარი საინფორმაციო სახის აქცია–მსხვლელობა მიმდინარეობს გლდანსა და სანზონაში: ოპოზიციური ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად გადაადგილდებიან, არიგებენ ფლაერებს, რომლებზეც საარჩევნო ოქმებია დატანილი წარწერით „გაყალბებულია!“ და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ, რომელიც 8 ნოემბერს, 15:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება.

გარდა თბილისისა, მსგავსი მსვლელობა იმართება ბათუმშიც. დემონსტრანტებმა ადგილობრივი საარჩევნო კომისიის შენობაც "დააბოქლომეს".

„მოქალაქეები აქციაზე არა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად, იმაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად უნდა მოვიდნენ, ვიდრე წარმოგვედგინა: ალბათ, მოქალაქეთა ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი არჩევნებს ჩაატარებდა. საკითხი ასე დგას: ამ ქვეყანაში არჩევნები გვექნება თუ არა? - და აუცილებლად გვექნება! ხალხის დემოკრატიული ტალღა აზვირთდება და ივანიშვილს აიძულებს, თავადვე აღიაროს, რომ არჩევნები არ ჩაუტარებია! ამის შემდეგ ახალი არჩევნები უკვე თავისუფალ გარემოში ჩატარდება“,– განაცხადა ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება საარჩევნო ოქმების გაყალბებაში ოპოზიციის დადანაშაულებას, მელია მსგავს შეფასებებს არაადექვატურს უწოდებს:

„ქართული ოცნების“ მესიჯბოქსია: „ოქმები იმდენად წარმოუდგენლადაა გაყალბებული, ამას ხელისუფლება არ იკადრებდა და როგორც ჩანს, ოპოზიციის გაყალბეულიაო“... – როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს განუზრახავს, იმდენად საარაკო სიგიჟეები ილაპარაკოს, ხალხს მყარი განცდა გაუჩნდეს, რომ ამ ადამიანს სხვა სახის პრობლემები აქვს და ამ თვალსაზრისით შეიცოდოს. ეს არ გამოუვათ!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S