Accentnews.ge
„კობახიძის გარემოცვიდან შემოგვთავაზეს, ხმებს წაგიმატებთ და ბარიერს გადაგალახინებთო“

„კობახიძის გარემოცვიდან შემოგვთავაზეს, ხმებს წაგიმატებთ და ბარიერს გადაგალახინებთო“

04/11/2020 11:26:57 პოლიტიკა

რადიკალურ ჯგუფ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძის გარემოცვიდან საარჩევნო ხმების მომატება და პარლამენტში შესვლა შესთავაზეს. სანაცვლოდ „მარშს“ პროტესტი უნდა შეეწყვიტა. თუმცა როგორც ბრეგაძე ამბობს, შეთავაზებას „მარშიდან“ კატეგორიული უარით უპასუხეს.

"შემიძლია, ხატზე დავიფიცო: იყო შემოთავაზება, რომ თუ „ქართული მარში“ გაჩერდებოდა, რამდენიმე ათას ხმას წაგვამატებდნენ და ბარიერს გადაგვალახინებდნენ. შემოთავაზება იყო ირაკლი კობახიძის უახლეოსი გარემოცვიდან. სულ რომ 10 კაცით შეგვიშვათ პარლამენტში, საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ამ მანდატებს დავხევთ და სანაგვეში გადავყრით! ეს არ არის პარლამენტი!",- განაცხადა ბრეგაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ინფორმაციისთვის: 4 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახული 9 კვალიფიციური სუბიექტიდან 8-მ მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი არჩევნების ცსკ–ის მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებს არ სცნობენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათ შორისაა „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელსაც ფაქტობრივად, იგივე მოთხოვნები აქვს და სხვების მსგავსად, არც პარლამენტში აპირებს შესვლას, თუმცა აცხადებს, რომ ქუჩიდან ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

1 ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციები „ქართულმა მარშმაც“ დაიწყო, რომელსაც საარჩევნო ბარიერი არ გადაულახავს. "მარში" „ქართულ ოცნებას“ „საარჩევნო ხმების ქურდობაში“ ადანაშაულებს, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას, ხელახალ არჩევნებს მოითხოვს და ამისთვის მმართველ გუნდს ერთკვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური პროტესტით იმუქრება.

თავის მხრივ კობახიძემ „მარშს“ ამგვარად უპასუხა: "სააკაშვილი და ბრეგაძე ხმების დასაცავად ერთად იბრძვიან, ხოლო ეს ქვეყანა სანდრო ბრეგაძისა და მიხეილ სააკაშვილის ასარევი არ არის. აქ დგას ხელისუფლება და სანდრო ბრეგაძეებსა და მიხეილ სააკაშვილებს მკაცრი პასუხი გაეცემათ ".

უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში „მარში“ ხშირად სწორედ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტსა და ოპოზიციური პარტიების აქციებს უპირისპირდებოდა. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 30 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც ამ რადიკალური ჯგუფის წევრებმა „ენმ–ძალა ერთობაშიას“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიმავალ კოლონას გზა გადაუკეტეს. ამგვარი ქმედებების გამო „მარშს“ და ხელისუფლებას ხშირად „ფლირტშიც“ ადანაშაულებდნენ.

გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ "მარში" თანამშრომლობდა პრიმაკოვის სახელობის რუსულ ფონდთან, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით შეიქმნა და, შესაბამისად, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S