Accentnews.ge
"ინფორმაცია, თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ არჩევნები გააყალბა, "ფეიქია"

"ინფორმაცია, თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ არჩევნები გააყალბა, "ფეიქია"

04/11/2020 14:30:09 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "დღეს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის გენერალურმა დირექტორმა [ნიკა გვარამიამ - რედ.] "იკადრა და სოციალურ ქსელში "ფეიქი" გაავრცელა, თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდეს, რომ "ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები".

"ეს არის დეზინფორმაცია, კობახიძეს მსგავსი რამ არ უთქვამს! მსგავსი კი არა, მიმსგავსებული განცხადებაც კი არ ყოფილა, საიდანაც შეიძლებოდა, ეს გვეგულისხმა. ამიტომ უდიდესი სიბინძურეა, როდესაც საზოგადოებას ატყუებ მარტივი ე,წ ფეიქებით". საღამომდე შეიძლება, ვიღაცას დააჯერო და ხვალ რა იქნება, იმას აღარ ფიქრობ?“, - განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაცია, თითქოს ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნები ოპოზიციამ გააყალბა, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.

ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S