Accentnews.ge
„ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდნენ“ – საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან დამკვირვებლები გამოაძევეს

„ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდნენ“ – საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან დამკვირვებლები გამოაძევეს

04/11/2020 16:41:44 პოლიტიკა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან დამკვირვებლები გამოაძევეს, რომლებსაც სხდომაზე ოპოზიციური პარტიები უნდა წარმოედგინათ.

როგორც გამოძევებულმა დამკვირვებელმა განაცხადა, „უკვე ყველა საზღვარს გასცდნენ – ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდნენ!".

"შიგნით ბავშვები დარჩნენ და კაცმა არ იცის, მათ რას უზამენ. ჯერ კარი ჩაგვიკეტეს, მოვითხოვეთ გაღება და დაშვება, რისი უფლებაც გვქონდა, ვინაიდან აკრედიტაცია გვაქვს – დამკვირვებლები ვართ, მაგრამ ამის გამო გამოგვაძევეს. უკან კიდევ ორი ადამიანი მომაყოლეს“,– განაცხადა გამოძევებულმა დამკვირვებელმა.

ენმ–ის წევრი ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, კიდევ ერთი დამკვირვებელი "პირდაპირი მნიშვნელობით, წიხლით გამოაგდეს შენობდან".

გამოძევებული დამკვირვებელი შეუძლოდ გახდა და მის დახმარებას დემონსტრანტები ცდილობენ.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით პროტესტის შვიდი ცენტრია. ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით - გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.

დღეს ბოლო დღეა, როდესაც კომისიის წევრებმა შესაბამის უბნებზე დაწერილი საჩივრები უნდა განიხილონ. ოპოზიციონერი ლიდერები სხდომებზე დასწრებას მოითხოვენ. ყველა ლოკაციაზე დაძაბულობაა და მობილიზებულია პოლიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S