კობახიძე სუს–ში გამოკითხვაზე იმყოფება
05/11/2020 14:42:56 პოლიტიკა, სამართალი
სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.
ინფორმაცია „აქცენტს“ სუს–ში დაუდასტურეს, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
სავარაუდოდ, საქმე ეხება კობახიძის მიერ არჩევნებამდე 1 დღით ადრე, 30 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, იგი ირწმუნებოდა, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადებოდა და ამისთვის ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ჯგუფები ჰყავდა მობილიზებული.


