Accentnews.ge
კობახიძე – გამოკითხვაზე: „დავასახელე ინფორმაციის წყარო და წარვადგინე სიები"

კობახიძე – გამოკითხვაზე: „დავასახელე ინფორმაციის წყარო და წარვადგინე სიები"

05/11/2020 15:21:31 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ 30 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოიკითხა და ეს ოპოზიციის „დესტრუქციულ“ გეგმებს შეეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოკითხვისას მან ამ ინფორმაციის წყარო დაასახელა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამიკავშირდნენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ [30 ოქტომბერს – რედ.] გავავრცელე. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მქონდა, დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის იყვნენ მომზადებულნი. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება "დესტრუქციულ გეგმებს", მან გაიმეორა, რომ ყოფილი ძალოვანებით "გარკვეული ტიპის შეიარაღების მქონე" ჯგუფები იყო შექმნილი:

"მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომელიც მერე – არჩევნების დღეს გამოჩნდა. თქვენ გახსოვთ ადამიანები შეიარაღებულები გადაადგილდებოდნენ, ჰქონდათ ელექტროშოკები და ა.შ.", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ოპონენტებს გარკვეული გეგმები არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ჰქონდათ" და მან გამოძიება ამის შესახებაც ჩააყენა საქმის კურსში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S