Accentnews.ge
ზვიად კუპრავა დააკავეს

ზვიად კუპრავა დააკავეს

05/11/2020 16:52:11 პოლიტიკა

სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენელი ზვიად კუპრავა დააკავეს.

თბილისში, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კუპრავამ შენობაში შესვლა სცადა. შეხლა–შემოხლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, შედეგად დემონსტრანტი – კუპრავას მეუღლე დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

როგორც ცნობილია, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან, ოპოზიციის დამკვირვებლებმა კი იგი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„სრული განუკითხაობა და იგნორია! საჩივრები, რომლებიც მხოლოდ დისციპლინარულ სასჯელს ითვალისწინებს – საყვედურს ან ფინანსურ სანქციას - განიხილება ისე, როგორც ანტიკურ დემოკრატიაში, ხოლო დანარჩენები – მძიმე საჩივრები არც განუხილავთ, სანაგვეში გადაყარეს!“, – ამგვარად განმარტა საკუთარი პროტესტი ერთ–ერთმა დამკვირვებელმა სხდომის დატოვების შემდეგ.

მსგავსი აქციები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S