Accentnews.ge
ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

05/11/2020 17:39:31 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა“.

„ყველას სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიუტების პატივისცემისკენ მოგიწოდებთ. ასევე მოგიწოდებთ, მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი. ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა!“,– ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელსაც მისი პრეს–სამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის: ორი დღეა, საოლქო საარჩევნო კომისიებთან საარჩევნო ხმების გადათვლისა და საჩივრების განხილვის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S