ცუცქირიძე – პოლიციელებს: "კვირას დაგვთვალეთ!“
05/11/2020 17:51:12 პოლიტიკა
ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც სხდომის პარალელურად საარჩევნო ხმების გადათვლისა და საჩივრების განხილვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, დაძაბულობა იყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი პირი, მათ შორის - ზვიად კუპრავა.
როგორც ენმ–ის წევრმა ლაშა ცუცქირიძემ განმარტა, დაკავებულებს კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება დამკვირვებლის სტატუსით ჰქონდათ, თუმცა პოლიციელებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს და მოგვიანებით დააკავეს კიდეც.
ცუცქირიძის თქმით, ამჟამად დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.
მან სამართალდამცველებსაც მიმართა: „პოლიციას მოგმართავთ, კვირას დაგვთვალეთ, კვირას!“.
ინფორმაციისთვის: ოპოზიციას 8 ნოემბრისთვის რუსთაველზე აქცია აქვს დაანონსებული.


