Accentnews.ge
„გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა სრულიად მისაღებია“

„გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა სრულიად მისაღებია“

05/11/2020 19:05:23 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლოკდაუნი გამორიცხულია“.

რაც შეეხება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას, კობახიძე ამბობს, რომ როდესაც საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე, მსგავსი შეზღუდვა დასაშვებია.

„თუ წერტილოვან შეზღუდვებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ეს დასაშვებია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „ლოკდაუნი“ გამორიცხულია, რადგან ქართული ეკონომიკისთვის ეს შეუძლებელია. ეკონომიკა ბუნებრივია, უნდა აგრძელებდეს აქტიურად მუშაობას. რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, როგორიც არის გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მისაღებია და შეიძლება, ასეთი ზომები მთავრობამ მიიღოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: ოპოზიცია 8 ნოემბრისთვის აქციას აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S