„მშვიდობით, ცსკ!“ – საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თანამდებობას ტოვებს
06/11/2020 08:15:51 პოლიტიკა
საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვანო ბურდული თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თავად ბურდულმა სოციალურ ქსელში დაწერა:

რას უკავშირდება აღნიშნული განაწყვეტილება, ბურდულს არ განუმარტავს.
ბურდულის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, "ქართული ოცნების" წევრი თეა წულუკიანი:

შეგახსებებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს უნდობლობას უცხადებს.
ბოლო სამი დღეა, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების სამიზნე ცენტრალური საარჩევნო კომისია და საოლქო საარჩევნო კომისიებია, სადაც დამკვირვებლების საჩივრები უნდა განიხილონ: როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები აცხადებენ, მნიშვნელოვანი საჩივრები განუხილველი რჩება და უფლებამოსილი პირები არც განმარტავენ, რატომ.
დემონსტრანტები ცსკ–ის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.


