Accentnews.ge
ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში ავტომსვლელობას მართავენ

ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში ავტომსვლელობას მართავენ

06/11/2020 08:34:27 პოლიტიკა

ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისში ავტომსვლელობას მართავენ. კოლონა მივიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შს სამინისტროს შენობებთან. პროტესტის შემდეგი სამიზნე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრია.

ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა და ამ მოტივით საარჩევნო ხმების გადათვლასა და პრობლემური შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს არ აღიარებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S