Accentnews.ge
ვეტერანები შიმშილობას იწყებენ

ვეტერანები შიმშილობას იწყებენ

06/11/2020 09:32:00 პოლიტიკა

„ეროვნული მოძრაობის“ ვეტერანები პარლამენტთან შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

როგორც განიმარტა, პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვის საფუძველი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხარისხია.

„იძულებულნი ვხდებით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უშუალოდ ჩავერთოთ: ხვალიდან, 7 ნოემბრიდან პარლამენტის წინ უვადო შიმშილობას ვიწყებთ მოთხოვნით, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი, დემოკრატიული, ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდეს! ახლა რაც ჩატარდა, ეს კრიმინალურ–პოლიტიკური სპეცოპერაცია იყო და მას არჩევნებთან კავშირი არ აქვს“,– აცხადებენ ვეტერანები.

ამასთან, მათ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან აფილაცია არ სურთ და ამბობენ, რომ პროტესტს დამოუკიდებლად გააგრძელებენ.

ცნობისთვის: სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს არ იზაირებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S