Accentnews.ge
აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეთა ჯგუფი გაემგზავრა

აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეთა ჯგუფი გაემგზავრა

07/11/2020 10:37:37 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთიდან მთიან ყარაბაღშო მოხალისეთა ჯგუფი გაემგზავრა. ამის შესახებ აფხაზურ საზოგადოებას დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ახრა ავიძბამ აცნობა.

მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც სოჭის აეროპორტშია გადაღებული და გააკეთა მინაწერი: «თითოეულ ეთნიკურ სომეხს აქვს უფლება, დაიცვას სამშობლო”.

მთიან ყარაბაღში საბრძოლველად მოხალისეთა სიების ფორმირების პროცესი აფხაზეთში ახლაც გრძელდება.

ცნობისთვის: ახრა ავიძბა დონბასის ომის მონაწილე და ე.წ. “დონეცკის სახალხო რსპუბლიკის გმირი” გახლავთ. 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში მისი ბიძაშვილის – 38 წლის “კანონიერ ქურდ” ალხას (ხასიკ) ავიძბას გახმაურებული მკვლელობის შემდეგ იგი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის პოლიტიკურ კრიზისში, რომლის შედეგად იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა. ახალი დე ფაქტო ხელისუფლების მოსვლის შემდეგ “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ იგი თავის მრჩევლად დანიშნა საერთაშორისო საკითხებში.

“პრეზიდენტის მრჩეველი”, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში ძალზე არაერთგვაროვნად აღიქვამენ (როგორც წარსულში მისი საქმიანობის, ისე არცთუ სახარბიელო განათლებულობისა და ქცევის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მანერის გამო), ოქტომბერში ხმაურიან სკანდალში გაეხვა: სოჭის სასამართლოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე იგი რუსეთში 10 დღე-ღამით დააპატიმრეს. მიზეზი მანამდე რამდენიმე თვით ადრე - 7 აგვისტოს მომხდარი ინციდენტია: ავიძბას, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად აფხაზეთში პირადი ავტომანქანით ბრუნდებოდა, რუსეთიდან გასვლის საშუალება არ მისცეს იმის გამო, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალები აღმოაჩნდა, თუმცა ავიძბა მესაზღვრეებს არ დაემორჩილა, “ჯიპით” გამტარი პუნქტის ღობე შეანგრია და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა.7 აგვისტოსვე ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოცქსელებში გავრცელდა. მოგვიანებით ავიძბამ რუსული ბიუჯეტის წინაშე ვალები დაფარა, რაც რუსულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა მოსკოვმა “სასაზღვრო ინციდენტის” გამო ის მაინც დააკავა – რატომღაც მხოლოდ რამდენიმე თვეში და მხოლოდ 10 დღე-ღამით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S