
გახარია ბაიდენს აშშ–ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
07/11/2020 20:47:44 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ–ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
“ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლადარჩეულ ვიცე–პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას", – წერს პრემიერი "ტვიტერში" პირად გვერდზე.
საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ–ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მოუგო და ქვეყნის რიგით 46–ე პრეზიდენტი გახდა.
იხილეთ ასევე: ტრამპი ამომრჩეველთა ხმების გადათვლის გეგმებით არის დაკავებული, მსოფლიო ლიდერები – ბაიდენისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვით