Accentnews.ge
მარგველაშვილი  – საერთაშორისო საზოგადოებას: „დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით“

მარგველაშვილი  – საერთაშორისო საზოგადოებას: „დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით“

08/11/2020 12:17:19 პოლიტიკა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდა. მის სიტყვას რამდენიმე ადრესატი ჰყავდა: საერთაშორისო საზოგადოება, ოპოზიციის კრიტიკოსები, მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელმაც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ის ნაწილი, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე აქციას თვალს მედიის საშუალებით ადევნებს.

„მადლობა თანადგომისთვის. მე ვიცნობ ქართულ საზოგადოებას, თქვენც იცნობთ, მაგრამ ალბათ, მე – უკეთ. იცოდეთ, როდესაც რუსთაველი ასე ივსება და როდესაც ივსება ქართველის ერის მოთმონების ფიალა, არ ყოფილა, რომ ამ ხალხს გამარჯვებისთვის არ მიეღწიოს და დროზე დადექით ამ ხალხის გვერდით“,– მიმართა სტრატეგიულ პარტნიორებს მარგველაშვილმა.

როგორც მეოთზე პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიცია უპრეცედენტოდ ერთიანია და კრიტიკოსებმა ან მათ უნდა დაუჭირონ მხარი, ან გაჩუმდნენ.

„აქ გაბრაზებულები, შეურაცხყოფილები და ცოტა გაოცებულებიც ვდგავართ, რადგან ამ ხალხმა ისტორიის ვერც ერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა: ქართველ ხალხს ვერ დაამონებ და ეს ჩენი ისტორიის განმავლობაში თვალნათლივ ჩანდა. [...] ქართულ საზოგადოებას არც ერთხელ არ წაუგია [...].

კიდევ კარი, რომ ჩვენ დღეს აქ ვდგევართ. ჩვენი პროტესტი რომ არ ყოფილიყო, რა საქართველოში გაიღვიძებდა საქართველოს ყველა მოქალაქე? – იმ საქართველოში, სადაც მოკრიმინალო ელემენტები მიადგებოდნენ ადამიანებს და რასაც უნდოდათ, მოსთხოვდნენ; სადაც უსამართლობა დაწესებული იქნებოდა და ეს ყველას შეეხებოდა. ვინმეს ასეთ საქართველოში ცხოვრება უნდა? – ჩვენ არა!“,– მიმართა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციაზე არგასულ ადამიანებს მარგველაშვილმა.

რუსთაველზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S