Accentnews.ge
მელიამ ივანიშვილს თანამდებობიდნ ჟვანიას გადასაყენებლად დრო 20:00 სთ–მდე მისცა

მელიამ ივანიშვილს თანამდებობიდნ ჟვანიას გადასაყენებლად დრო 20:00 სთ–მდე მისცა

08/11/2020 12:41:34 პოლიტიკა

ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დრო 20:00 საათამდე მისცა, თანამდებობიდან გადააყენოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

როგორც მან საპროტესტო აქციაზე განაცხადა, ამის შემდეგ ოპოზიცია მზად იქნება, შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს და ელაპარაკოს ხელახალი არჩევნების დანიშნვის თაობაზე.

მელიას თქმით, „ოლიგაქრი თაობების მონაპოვას –თავისუფლებას, ქვეყანას და მომავალს სპობს“.

„ამ ბოროტების თანამონაწილეები ვართ და მანამ ვიქნებით, სანამ ამ ბოროტებას მშვიდად, მაგრამ მტკიცედ არ აღვუდგებით წინ. მაგრამ მომავალ დროში საუბრის დრო აღარ არის. [...] საღამოს 8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ქალბატონი ჟვანია – გამყალბებელი და თქვენი სახელით ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილო, საქართველო შენ არ ხარ, შენ უზურპატორი ხარ და უზურპატორი წავა. და თუ არ წავა, გაგიშვებთ – უკან დასახევი გზები ჩახერგილია“,– განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S