ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენა
08/11/2020 12:50:42 პოლიტიკა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელისუფლებისადმი საერთო მოთხოვნები შეიმუშავეს, რომელიც შეკრებილ საზოგადოებას "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააცნო:
- ჩატარდეს ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
- თანამდებობიდან გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია უნდა და კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს;
- ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას უარი უთხრა. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, რადგან ის ხალხის ნებას არ ასახავს. ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. [...]
წამზომი ჩართულია და ივანიშვის დრო 20:00 საათამდე აქვს, ამ საკითხებზე პარტნიორებთან ერთად ხალხს ელაპარაკოს, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გადაწყვიტოს, რა უნდა – თავისით წავა, თუ მაინც მოუწევს წასვლა?!“,– განაცხადა ხოშტარიამ.


